Friday, April 27, 2012

მსოფ. ეკლესია-მონასტრები

მეტეორა (ბერძნ. Μετέωρα) არის ერთერთი დიდ მონასტრის კომპლექსთაგანი საბერძნეთში, რომელიც განთქმულია თავისი ადგილმდებარეობით - მთის სვეტების თავებზე.
აია-სოფია (ასევე ჰაგია-სოფია, ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივესალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ.

წმინდა პეტრეს ტაძარი (იტალიურად - Basilica di San Pietro in Vaticano) რანგით მეორე ტაძარია რომის ოთხ მთავარ ბაზილიკათა შორის, ვატიკანის ჩათვლით. სავარაუდოდ მსოფლიოში უდიდეს ქრისტიანულ ტაძარს 23.000 მ² ფართობი უჭირავს და 60.000 ადამიანს იტევს. ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული
სიქსტეს კაპელა (იტ.: Cappella Sistina) მდებარეობს მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანი, რომელიც რომის პაპის ოფიციალური რეზიდენციაა. მართკუთხა ფორმის კაპელა ზომით სოლომონის ტაძრის ტოლია (40.93 X 13.41 მ), როგორც მოცემულია ძველ აღთქმაში.
თაჯ-მაჰალი - ძეგლი აგრაში, ინდოეთი, აგებული 1631-1654 წლებში დაახ. 20.000 მუშის მიერ. მუღალთა იმპერატორი შაჰ ჯაჰანით შეკვეთის თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი)

No comments:

Post a Comment